"ტექნო ბუმის" წარმატებამ სტრატეგიული პარტნიორობის მზარდი ინტერესი გამოიწვია, კიდევ ერთმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა "ვესტელმა" "ტექნო ბუმს" საბითუმო დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულება გაუფორმა და 250 ათასი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაუხსნა.
მენეჯმენტის განცხადებით, მწარმოებლებისა და კომერციული ბანკების მხრიდან დაინტერესება ტექნო ბუმის წარმატებულმა სტრატეგიამ და გუნდის ამ სფეროში მოღვაწეობის 14 წლიანმა გამოცდილებამ განაპირობა.
მათი თქმით, მენეჯმენტის მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი და მწარმოებლებთან მიღწეული ყველა შეთანხმება მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესებს ემსახურება და მათთვის საინტერესო და მომგებიანი პირობების შეთავაზების საშუალებას იძლევა.
შეგახსენებთ რომ "ტექნო ბუმი"ქართულ ბაზარზე 20 მაისიდან ფუნქციონირებს, სადაც მსოფლიო ბრენდების ტექნიკა და ყველაზე დაბალი ფასებია
თექნო ბუმი 12 ივლისს, აღმაშენებლის ხეივანში"ბუმის ცენტრს"საზეიმოდ გახსნას გეგმავს. მენეჯმენტის ინფორმაციით, "ბუმის ცენტრი" გამორჩეული იქნება აქამდე არსებული ტექნიკის მაღაზიათა ქსელებისგან და საქართველოში პირველად ნებისმიერ მყიდველს აძლევს საშუალებას ორი და მეტი ნივთის შეძენისას საბითუმო ფასად შეიძინოს მსოფლიო ბრენდების უახლესი ტექნიკა.