ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ არ აპირებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლას და მასში იმგვარი ცვლილებების შეტანას, რომელთა მიხედვითაც მას უფლება მიენიჭება, მესამე ვადით გახდეს "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი".
"მინდა განვაცხადო, რომ არ მინდა არავისზე ზეწოლის მოხდენა, მით უფრო პარლამენტზე, იმისათვის, რათა ვინმემ შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში მესამე ვადასთან დაკავშირებით", _ განაცხადა კოკოითიმ ცხინვალში მიმდინარე პარტიების "ედინაია როსიასა" და "ედინსტვოს" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
ედუარდ კოკოითის მეორე "საპრეზიდენტო ვადა" 2011 წელს სრულდება.