სეპარატისტულ აფხაზეთში საპატიო ყარაულის ნაწილი იქმნება. ინფორმაციას ელიტური განაყოფის შექმნის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ საპატიო ყარაული მათ აფხაზეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტებისა და საპატიო სტუმრების დასახვედრად სჭირდებათ.
"ეს რიტუალი ჩვენი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
საპატიო ყარაულის წევრებისათვის ფორმის შექმნა ცნობილ აფხაზ მხატვარ-დიზაინერს ელვირა არსანიას დაევალა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აფხაზურ კოსტუმზე ტრადიციულ მუშაობდა.
აფხაზური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცნობილი დიზაინერი საპატიო ყარაულის ფორმის ესკიზს საიდუმლოდ ინახავს და ჯერ არ ამჟღავნებს.