6 ივლისს მოსკოვში, რუსეთის კულტურის სამინისტროში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. კულტურის სამინისტროსა და რუსეთის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის მინისტრი გაემგზავრა.
"რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროებს შორის 2010-2012 წლების თანამშრომლობის პროგრამაც შემუშავდება", _ იუწყება კომიტეტი.