ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტრუქტურული რეორგანიზაცია იგეგმება, ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა.
ქობალიას განმარტებით, რეორგანიზაცია მალე მოხდება, თუმცა მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ეკონომიკური განვითარების მინისტრს 5 მოადგილე ჯყავდა და შესაბამისად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა არ შეიცვლება, თუმცა გამოიცვლებიან თუ არა მოადგილეები ამ დროისათვის უცნობია.