ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ვერა ქობალია მთავარ პრიორიტეტად უმეშვრობის აღმოფხვრას ასახელებს. როგორც ვერა ქობალიამ განმარტა, უმუშევრობის აღმოფხვრა ქვეყანაში ოთხი მთავარი პრობლების გადაწყვეტის შემდეგ მიიღწევა. მისი თქმით, ესენია - სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, პრივატიზაციის ტემპის ზრდა და ტურზიმის სექტორის განვითარება.
"ყველას აინტერესებს, როგორ უნდა მივაღწიოთ უმუშევრობის აღმოფხვარს ქვეყანში. ამისათვის ნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარდეს. დღეისათვის ამ დარგში მოსახლეობის 45 პროცენტია დასაქმებული და სამომავლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდასთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში მოყვანილი პროდუქცია ადგილზე მოვიხმაროთ. მეორე მთავარი ამოცანა, რითაც დასაქმებას შევუწყობთ ხელს, ეს არის ინვესტიციების შემოდინება. აგრეთვე მნიშვნელოვანია პროვატიზაციის ტემპის ზრდა და ტურიზმის სექტორის განვითარება, რომელიც პირდაპირ მიბმულია დასაქმებასთან", _ განაცხადა ქობალიამ.
ახალმა მინისტრმა თანამშრომლებს ყოველდღიური მუშაობისკენ მოუწოდა.
"თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანში ვიყოთ ტურსიტები, მაშინ შაბათ-კვირის მსგავსად დავისვენოთ. თუ გვინდა, რომ განვითარდეს _ ჩემს ყველა კოლეგას მივმართავ ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რათა გაძლიერდეს მცირე ბიზნესი და ხელი შევუწყოთ ქვეყანში ტურზიმის განვითარებას", _ განაცხადა ქობალიამ.
შეგახსნებთ, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ვერა ქობალია დღეს წარუდგინა. ვერა ქოვალიამ ამ პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა.