მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ მანოკვარიდან (დასავლეთ პაპუის ადმინისტრაციული ცენტრი) ჩრდილო დასავლეთით 123 კილომეტრში მდებარეობდა. ამ დროისთვის ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.
რაც შეეხება კუნძულ სუმატრაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ მიწისძვრას, "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ათასებს ითვლის. მაშველები ახდენენ იმ ცალკეული რაიონების აღწერას, სადაც კატასტროფული მდგომარეობა ხვდებათ. ზოგიერთი დასახლებული პუნქტი მთლიანადაა განადგურებული. ფაქტობრივად არ არსებობს ცალკეული გზის მონაკვეთები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას.
ამჟამად ინდონეზიაში ინტენსიურად შედის საერთაშორისო დახმარება, თუმცა ამის მიუხედავად, ქალაქ პადანგში დაზარალებულთა გადარჩენის იმედები ფაქტობრივად არ არსებობს.
დაღუპულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს, სამი ათასი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
7,6 ბალის მიწისძვრის შედეგად განადგურებულია კუნძულის სანაპირო ზოლის უდიდესი ნაწილი. ამის მიუხედავად, მაშველებების საქმიანობა ძირითადად ქალაქ პადანგაზეა კონცენტრირებული.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, "თითქოს სახლები მიწამ ჩაყლაპა", თავად ამ ქალაქის მიმდებარე სოფლებში კი ასობით ადამიანია დაკარგული.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვან დეფიციტს წარმოადგენს წამალი, სასმელი წყალი და ტანსაცმელი.
დაზარალებულთა რაოდენობისა და თავად ნგრევის მასშტაბების ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელი ხდება, რადგან დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზები და კომუნიკაციის საშუალებები არ არსებობს.