რუსეთის მთავრობამ სეპარატისტულ აფხაზეთს ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ტვირთი სოხუმის აეროპორტში თვითმფრინავმა "ილ-87" -მა ჩაიტანა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ტვირთის მოცულობა 40 ტონას შეადგენს. მათივე ინფორმაციით, მედიკამენტები, სამედიცინო აღჭურვილობა, საკვები პროდუქტები და გადასაფარებლები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შორის გადანაწილდება.
სოხუმის აეროპორტში თვითმფრინავს დახვდნენ: აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი. აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ დღე-დღეზე აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კიდევ 18 მანქანა ჩამოვა.