ხელისუფლება ხელფასების დავალიანების გასტუმრებას მომავალ წელს შეეცდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა. ხელფასების დავალიანების გასტუმრების საკითხით "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაინტეერესდა და მან კითხვით მიმართა პრემიერ მინისტრს, თუ როდის მოხდება გაუცემელი ხელფასების დავალიანებს დაფარვა.
ვეფხვაძეს არ დაუკონკრეტებია თუ რა დავალიანებებზე საუბრობდა, თუმცა როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, მთავრობას ხელფასების დავალიანებების 90 პროცენტზე მეტი გაცემული აქვს. რაც შეეხება დანარჩენ 10 პროცენტს, გილაური აცხადებს, რომ "შევეცდებით ეს საკითხი გავითვალისწინოთ ოქტომბერში, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროქტს საბოლოოდ შევადგენთ.