საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იმედს გამოთქვამს, რომ "მოქნილი შრომის კოდექსით" დასაქმების პრობლემას მოხსნის.
ამის შესახებ განცხადება ნიკა გილაურმა დღეს სესიაზე მთავრობის განახლებული სამოქმედო გეგმის განხილვისას მას შემედეგ გააკეთა, რაც საკითხი "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დასვა.
გიალურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას "მოქნილი შრომის კოდექსი" გააჩნია და ვეფხვაძემ მოითხოვა განმარტება თუ რას ნიშნავს მოქნილი.
"მაინტერესებს ამ კოდექსის რომელი მუხლია მოქნილი. იქნებ ის, რომელსაც ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და შეცვლას გვთხოვს ან ის რომლის გამოც ამ კოდექსს მონური შრომის კოდექსი უწოდეს",' - განაცხადა ვეფხვაძემ.
გილაურმა ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ პირადად მას შრომის კოდექსი სწორედ მოქნილად მიაჩნია, რადგან, როდესაც საქართველოში ინვესტორი ჩამოდის და ამ კოდექსს კითხულობს უპრობლემოდ გამოთქვამს თანხმობას, ქართული მუშა ხელის დაქირავებისათვის, რადგან ამ მუშახელის გათავისუფლება მას ყოველგვარი სანქციის და კომპენსაციის გარეშე შეუძლია. გილაურის თქმით, როდესაც იგივე ინვესტორი სხვა ქვეყანაში ჩადის და ქვეყნის შრომის კანონმდებობას კითხულობს უარს ამბობს იმ ქვეყნის მუშახელის დაქირავებაზე, რადგან იმ ქვეყნის კანონმდებლობა მათი სამსახურიდან გათავისუფლებას უკრძალავს. ამიტომ გილაური მიიჩნევს, რომ "შრომის კოდექსი მართლაც არის მოქნილი, ვინაიდან მორგებულია დღეს არსებულ რეალობაზე და ხელს უწყობს ინვესტორების მოზიდვას. ინვესტორის შემოსვლის გარეშე კი დასაქმების პრობლემა ვერ გადაწყდება", _ აცხდებს ნიკა გილაური.