მაგისტრალური გაზსადენის მართვის უფლების გადაცემა კერძო პირებისათვის ან კომპანიისათვის არ მოხდება. ამის შესახებ განცხადება ნიკა გილაურმა დღეს პარლამენტში მთავრობის განახლებული სამოქმედო გეგმის განხილვისას გააკეთა.
მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხით კი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გია ცაგარეიშვილი და გურამ ჩახვაძე დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად მაგისტრალური გაზსადენი იმ ობიექტთა ნუსხიდან ამოდის რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია. ამ ინციატივის გამო გაჩნდა, მოსაზრება, რომ ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას გეგმავს, თუმცა პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად აცხადებს, რომ იგი პირადად მაგისტრალური გაზსადენს გაყიდვის წინააღმდეგია.
მისი თქმით, 4-5 წელში შეძლება დადგეს მილსადენის 5- 10 %-ის წილის გასხვისების საკითხი, თუმცა გილაურის თქმით ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართვა კერძო კომპანიის ხელში გადავა.