დღეს, "საქპატენტში" სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე და საავტორო უფლებებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე 4 საპატენტო სიგელი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დამადასტურებელი 9 დოკუმენტი და საავტორო უფლებებზე დეპონირების დამადასტურებელი 7 მოწმობა გაიცა.
"საქპატენტის" ხელმძღვანელის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, დოკუმენტების მისაღებად წარმოდგენილმა კომპანიებმა და კერძო პირებმა საჭირო პროცედურები გაიარეს.
წარდგენილ სამრეწველო ნიმუშებს შორის პატენტი ერთ-ერთმა, სს "ბაგრატიონი 1882~-მა მიიღო. კერძოდ, ახალი ეტიკეტისთვის.
ახლი სასაქონლე ნიშნები კი რამდენიმე კომპანიამ დაარეგისტრირა. კერძოდ, `ენისელის ღვინოებმა~ _ ალკოჰოლური სასმელი "გრილი~, "პრომოუშენ მედიამ~ _ "პრაიმთაიმი~, "ხოხბის ცრემლებმა~ - ალკოჰოლური სასმელი "ხოხბის ცრემლები~, "ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრიამ~ _ "კალო~.
საავტორო უფლებებზე დეპონირების მოწმობები კი საოპერო ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის, სატელევიზიო ფილმის და რადიო გადაცემის სცენარებზეც გაიცა.