დღეს, 2 ივლისს, დაგეგმილ აუქციონზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის გასხვისებას შეეცდება.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გასხვისდება თბილისში, დაბა კოჯორში, სოფელ კიკეთში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი. ობიექტის საწყისი ღირებულება 400 ათასი დოლარია. იყიდება ასაევე წალენჯიხაში, სოფელ ჭალეში, ფოცხო-ეწერის დასახლებაში მდებარე სასტუმროს შენობა, რომლის საწყისი ღირებულებაც 350 ატასი დოლარია. საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა ასევე და ხვალისათვის დაგეგმილ აუქცინზე იყიდება ასევე დაბა კოჯორში, ბეთანიაში მდებარე რესტორანი "ბეთანია~ და მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულებაც 320 ათასი დოლარია.