თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღამის კლუბი "ბამბა რუმი" და "ვერე გარდენი" ბათუმსა და ქობულეთში ფილიალს ხსნის. მენეჯმენტის ინფორმაციით, ბათუმში "ბამბა რუმი" 15 ივლისს ბათუმში გაიხსნება. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, კლუბს სტაბილური კლიენტურა ჰყავს, თუმცა მიმდინარე სეზონზე ადგილობრივი მომხმარებელი უფრო გააქტიურებულია. მათი განცხადებით, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად უცხოელი მომხმარებლის რიცხვიც გაიზრდება.
"ბამბა რუმში" ერთი მომხმარებლის მომსახურეობა საშუალოდ 40-იდან 50 ლარამდე ჯდება.
რაც შეეხება "ვერე გარდენს", მისი ფილიალი ქობულეთში გაიხსნება. მენეჯმენტის ინფორმაციით, ფილიალი 20 ივნისს სასტუმრო "ინტურისტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. როგორც "ვერე-გარდენში" აცხადებენ, წელს აჭარაში განსაკუთრებით ბევრ ტურისტს ელოდებიან, ამიტომ ქობულეთში ფილიალის გახსნა გადაწყვიტეს.
"ვერე გარდენის" ხელმძღვანელობამ ფილიალის პროექტში 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ქობულეთურ "ვერე-გარდენში" ერთი ადამიანის მომსახურება საშუალოდ 30-იდან 50 ლარამდე ეღირება.