უახლოეს ხანებში აჭარასა და ართვინს შორის პროექტი "ერთი ტურისტი, ერთი ბილეთი - ორი ქვეყანა" ამოქმედება. სამომავლოდ დაგეგმილია საერთო ავაირეისების დანიშვნაც. ამ მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ქალაქ ართვინის გუბერნატორს მუსტაფა იემლი ხალიოღლუს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ რეგიონს შორის თანამშრომლობის გააქტიურებასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.
ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ღია კარის პრინციპი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მოქმედებს, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.