აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული საგუშაგოს მიმართულების გახსნილი ცეცხლის შედეგად დაჭრილი დავით ბეჭვაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ექიმებმა განუცხადეს, ბეჭვაია ფეხშია დაჭრილი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა და ახალა მის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან ცეცხლი ქართველ სამართალდამცავებს ფიჩორი-განმუხურის საგუშაგოს მიმართულებით გაუხსნეს. ოკუპანტების პროვოკაციას ქართველი პოლიციელები არ აჰყოლიან და საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ. ინციდენტის ადგილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს.
ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.