დღეს, 1-ელ ივლისს, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებში საზაფხულო სწავლება იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ საზაფხულო სწავლების ჩატარების დაწყების მზადყოფნის შემოწმების მიზნით ყველა სამხედრო ნაწილის ინსექტირება ჩაატარა.
"კომისიამ დაადგინა, რომ ყველა სამხედრო ნაწილი ზაფხულის პერიოდის სწავლების ჩატარებისათვის მზადაა", _ განაცხადა აფხაზეთის ე. წ. გენშტაბის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ასლან ანქვაბმა.
აფხაზური მხარე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აცხადებს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შერეული დაკომპლექტების არმიას წარმოადგენს. აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დოქტრინა _ თავდაცვითია".