აფხაზმა, ოსმა და დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა, ორგანიზაცია "დემოკრატიისა და ერთა უფლებებისათვის" ფარგლებში, ახალგაზრდა დიპლომატების ასოციაცია შექმნეს. ასოციაციის დამფუძნებელი ყრილობა დღეს დნესტრისპირეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
"ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა დიპლომატებმა აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და დნესტრისპირეთიდან. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საგარეო პოლიტიკური კუთხით ახალგაზრდობის გააქტიურება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.", _ იუწყება რუსული მედია.