ოსი სეპარატისტები რუსეთისადმი მადლიერების ნიშნად ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს "მესაზღვრეების მწვერვალის" სახელს მიანიჭებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტურიზმის სამმართველო და რუსი მესაზღვრეები ერთობლივი პროექტების განხორციელებას იწყებენ.
"მოეწყობა ერთობლივი ლაშქრობა, რომლის დროსაც რუსი და სამხრეთ ოსი ალპინისტები ერთად ავლენ უსახელო მწვერვალზე და მას მესაზღვრეთა მწვერვალის სახელს მიანიჭებენ", _ იუწყებიან ოსი სეპარატისტები.