ხელისუფლება მაგსტრალური გაზსადენების გაყიდვისთვის ემზადება. აღსანიშნავია რომ ამ საკითხს ითვალისწინებს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა "სახელწმიფო ქონების პრივატიზების შესახებ".
ეს არის სრულიად ახალი კანონპროექტი, სადაც თავმოყრა ხდება სხვადასხვა კანონებში გაბნეული იმ პრინციპებისა, რომელიც შეეხება სახელმწიფო ქონების მართვას. ამ კანონში არის მეოთხე მუხლი, სადაც განსაზღვრულია იმ ობიექტთა ნუსხა, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას. ამ მუხლიდან კი მაგსტრალური გაზსადენები ამოღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ობიექტი პრივატიზებას დაექვემდებარება.