"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფელბისგან დაგეგმილი ერთჯერადი ამნისტიის შესახებ კონკრეტულ განმარტებას ითხოვენ. ეს განცხადება მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
როგოც ანიკაშვილი აღნიშნავს, ამნისტიის განხორციელება არის მისასალმებელი ფაქტი, რადგან ეს კონკრეტულ ადამიანებს შეეხებათ. თუმცა მისი თქმით "გაუგებარია ეს ერთჯერადი აქტი რას ემსახურება".
მისივე თქმით, გაუგებარია ერთჯერადი ამნისტიის განხორციელება მაშინ როდესაც ხელისუფლება ნარკომომხმარებელს არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობს, თუ როგორ უნდა დაუბრუნდნენ ისინი ნორმალურ ცხოვრებას.
ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იხილავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამინისტიის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხებათ სისხლის სამართლის 273-ე მუხლის და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს და მათ სასჯელის დარჩენილი ვადა გაუნახევრდებათ.