აფხაზეთის მთებში სპელეოლოგიური ექსპედიციების სეზონი გაიხსნა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ეკოლოგიისა და საბუნებისმეტყველო კომიტეტში გააკეთეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომიტეტმა ექსპედიციების ჩატარების უფლება გაგრის ქედზე მისცა კიევის სპელეოლოგთა კლუბსა და სპორტული სპელეოლოგიის ფედერაციის წევრებს (მოსკოვი). მათი ინფორმაციით ექსპედიციებში სულ 60 ადამიანი მონაწილეობს.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე იმყოფება, რომლის სიღრმე 2080 მეტრია.