ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მხარეს მებრძოლი ჩეჩენი ეროვნების ბოევიკების შვილები აფხაზეთში ისვენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჩეჩენი ბავშვების აფხაზეთში დასვენება საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ვაინახისა" და აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლების ორგანიზებულია.