საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე შესაძლოა "სბერბანკში" შესაძლოა ბანკის თავმჯდომარის მოადგილის, კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულების ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის პრეზიდენტმა გერმან გრეფმა
ჩოგოვაძის კანდიდატურა უკვე გაახმაურა. ირაკლი ჩოგოვაძე ამჟამად "სბერბნკში" საერთაშორისო ოპერაციების სამმართველოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩოგოვაძე 2005 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, სადაც დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა. პოსტის დატოვების შემდეგ ჩოგოვაძე ნავთობისა და გაზის კორპორაციას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი ირაკლი ჩოგოვაძე სხვადასხვა წამყვან კომპანიებში კონსულტანტის თანამდებობებზე მუშაობდა