გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში რუსმა ოკუპანტებმა სამი ქართველი ახალგაზრდა სასტიკად სცემეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის გალის მიმარტულების კოორდინატორმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები გალის რაინის მოსახლეობას თავხედურად ექცევიან.
"დღეს სოფელ ოტობაიაში ოკუპანტებმა ახალგაზრდების ცემა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაიწყეს, რომლის შედეგადაც სასტიკად არის ნაცემი სამი ახალგაზრდა", - აღნიშნა კილანავამ და აქვე დასძინა, რომ ოკუპანტების მხრიდან ამჯერად არავის დაკავება არ მომხდარა.