საქართველოს სარფის საბაჟოს მოდერნიზაცია წარმატებით ხორციელდება. პროქეტის მიხედვით საბაჟო გამშვები პუნქტი გაფართოვდება და ის თანამედროვე უახლესი სტანდარტების შესაბამისი გახდება.
თურქეთის მხარის მიერ საბაჟოს მშენებლობის დასრულების შემდეგ დაწყებული საქართველოს მხარის მოდერნიზაცია დაახლოებით 9 თვეში დასრულდება, რითაც გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა სამჯერ გაიზრდება. იმავდროულად საბაჟო პროცედურები უფრო გამარტივდება და გადამზიდველებს თუ ტურისტებს უკეთესად მოემსახურება.
სარფის საბაჟოს მოდერნიზაცია 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ტურისტებისათვის დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით ცარიელი ტრაილერები მხოლოდ ღამის საათებში გადაკვეთენ სასაზღვრო კარს.