სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებას მრგვალი მაგიდა მიეძღვნა.
პროექტის "სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც დონორების დახმარებით ასოციაცია "საქრძე" ახორციელებდა, რეგიონში მყოფ მეწარმეებს ტრენინგები ჩაუტარდა, თუ როგორ უნდა მიუახლოვონ საკუთარი წარმოება და პროდუქციის ხარისხი ევროპულ სტანდარტებს.
იმავდროულად, რძის მწარმოებელ კომპანიებსა და ინდ-მეწარმეებს დეტალურად განემარტათ სურსათის უვნებლობის კანონში შესული მოთხოვნები.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარისხის კონტროლის მექანიზმები უკვე შეიმუშავა, რომელსაც სისრულეში უახლოეს წლებში მოიყვანს, თუმცა მანამდე ცნობილია, რომ 1-ელი ივლისიდან სურსათის ექსპორტიორი კომპანიების მონიტორინგი დაიწყება.