ამერიკული კომპანია "ოპენ რევოლუშენი" ქართულ ბაზარზე შემოდის.
1-ელ ივლისს, 12 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ იბერიაში" "ოპენ რევოლუშენისა" და მობილური ოპერატორის "ჯეოსელის" ერთობლივი პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართება.
"მობიპეი" ეს არის ინოვაციური გადახდის მეთოდი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოახდინოს თანხის გადარიცხვები აბონენტებს შორის, ამავე დროს გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, ნებისმერი ნივთის ღირებულება და აწარმოოს ყველა ფინანსური ოპერაცია უფრიო სწრაფად, დაცულად და კომფორტულად.
"მობიპეი" პირველი მულტინაციონაურო ქსელია, რომელიც იყენებს მობილურ ტელეფონს ფინანსური სერვისებისათვის და წარმოადგენს "ოპენ რევოლუშენის" სავაჭრო ნიშანს.
"ოპენ რევოლუშენი" ამერიკული კომპანიაა რომლის დამფუძნებელი მხარეებად სახელდებიან V-Ten Capital Partners და Blue Horen Capital.
"მობიპეის" სერვისის უნივერსალურობიდან გამომდინარე გადახდის ამ ფორმის რეალიზებისთვის უკვე მრავალმა ადგილობრივმა ბანკმა და სავაჭრო კომპანიამ მიმართა.