სს "თელასის" ქვესადგურ `მთაწმინდაში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 30 ივნისს 02 საათიდან 06 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთაველის გამზირის(ნაწილობრივ), კოსტავას(ნაწილობრივ), ზანდუკელის, ზუბალაშვილის, გალის, გუნიას, ანჯაფარიძის, გოგებაშვილის, ტაბიძის, რჩეულიშვილის, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის, ჯანაშიას, ზემო ვაკის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ნიკოლაძის, კეკელიძის, არაყიშვილის, მცხეთის, შატბერაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებელბს.
ელექტროენერგია შეუწყდება ვაკის წყალსადენს, თბილისის სამკურნალო კომბინატს, #1 საჯარო სკოლას, სასტუმრო ,,მერიოტს" და ჩინეთის საელჩოს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი გათიშვის შესახებ `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.