სს "თელასის" მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურებში `კიკეთი" და `კოჯორი" დაგეგმილი პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 30 ივნისს კიკეთის, ბეთანიის, დიდებისა და კოჯრის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.