უახლოეს ხანებში საქართველო იაპონური მხარის მიერ გამოყოფილ პირველ ტრანშს მიიღებს, რომლითაც "მზის ელექტროენერგიის გადამუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის" პროექტი დაფინანსდება.
პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის შენობებზე 80 და 40 კილოვატი სიმძლავრის მზის ენერგიის გადამამუშავებელი სისტემები დამონტაჟდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იაპონიის მთავრობას შორის 480 მლნ. იენის (5,2 მლნ. აშშ. დოლარი) გამოყოფის თაობაზე გაცვლით ნოტებს ხელი უკვე მოეწერა.