სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის გივი ჯიბლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ეხმიანება და ჯიბლაძის გამტაცებლებთან წერეთლის კავშირს გამორიცხავს.
„დღეს სატელევიზიო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ბატონ ზურაბ წერეთელთან დაკავშირებით. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უარვყოფთ ამ ინფორმაციას და არ ვადასტურებთ მის სიმართლეს, რადგან ბატონ ზურაბ წერეთელს არ აქვს არანაირი კავშირი კომპანია "სვეტის" დირექტორის გივი ჯიბლაძის გამტაცებლებთან და მათ კომპანიასთან. ასევე, უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ბატონ ზურაბს გააჩნია მიწები ბაკურიანში, არ აქვს და არასდროს არ ჰქონია მიწები ბაკურიანში (რეესტრში შეიძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება), და უარვყოფთ ასევე იმ ფაქტს რომ მას რაიმე კავშირი აქვს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.