დღეს, 29 ივნისს, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, გასული კვირის განმავლობაში აღნიშნული პროექტი კომიტეტებმა კარგად განიხილეს.
მისი თქმით, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განსახილველად დეპუტატებს სულ მცირე, ორი კვირა ექნებათ და ამ ხნის განმავლობაში მათ შენიშვნების გამოხატვა შეეძლებათ.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესწრეებთან თანამშრომლობით მოამზადა. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ახალი პროექტი რევოლუციურია და მისი მთავარი მიზანი საგადასახადო სისტემისადმი ნდობის ამაღლებაა.