ოსი სეპარატისტები ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული მწვერვალების, მდინარეების, ტბებისა და სოფლებისთვის ე. წ. ოსური სახელწოდებების დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სწორედ ტოპონიმიკის საკითხებს მიეძღვნა დღეს ცხინვალში გამართული სხდომა.
"პესპექტივაში უნდა მივუთითოთ ტრანსკრიფცია ლათინურ ენაზე და ტოპონიმიკის თემატიკაში გაეროს პრინციპები უნდა გამოვიყენოთ. მრავალი სახელწოდება სამხრეთ ოსეთში ჩრდილო ოსეთში არსებული სახელოწოდების მსგავსია და ეს ნორმალურია, მაგრამ ასევე მრავალი სახელწოდება კალკირებულია ქართული ენიდან", - განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა და დასძინა, რომ აუცილებლად შესაცვლელია "ლენინგორის" (ახალგორი) რაიონისა და კელტის ტბის სახელწოდება". მათი თქმით შესაცვლელი აქვს სახელი რამდენიმე სოფელსაც.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ თუკი სოფლებისა და რაიონების სახელწოდებები შეიცვლება, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პასპორტებში დაბადების ადგილთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ე. წ. კომისიის წვერები შეთანხმდნენ, რომ ეს სამუშაო აუცილებლად გასატარებელია.
"წინააღმდეგ შემთხევვაში, ჩვენი მომავალი თაობა ვერასოდეს გაიგებს ამა თუ იმ ადგილის ნამდვილ ანუ ისტორიულ სახელწოდებას", _ აცხადებენ ისინი.