საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. კორპორაციის ინფორმაციით, საუბარია "სენაკი-ფოთის" DN700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 30 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომელიც 15 დეკემბერამდე უნდა დასრულდეს.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია კორპორაციის სატენდერო კომისიის აპარატში. სატენდერო წინადადებები გაიხსნება 27 ივლისს, 16:00 საათზე.
მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის მონაკვეთის მშენებლობის მიზანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, ინდუქტრიულ ზონაში დაგეგმილია შავი ზღვის სანაპიროზე გათხევადებული ბუნებრივი გაზის საწარმოს მშენებლობა, რაც საქართველოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ბუნებრივი გაზის ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს. კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის 700 მმ დიამეტრის დაახლოებით 27 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს.
პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში,