მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასურისგან საგადასახადო-საბაჟო ორგანოები თავისუფლდება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ განაცხაა, "მკაცრ აღრიცხვისა და ფორმების შესახებ" კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახური თექსპერტიზა-უტილიზაციის საფასურისგან თავისუფლდება.
მიქელაძის განმარტებით, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ შემოსავლების სამსახური ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.
"გამომდინრე იქიდან, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და აქედან გამომდინარე, იგი გათავისუფლებული იყო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა უტილიზაციისათვის მომსახურეობის საფასურის გადახდიდან", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ კანონპროექტის მიღება საგადასახადო საბაჟო ორგანოებზე გარკევულ ზეგავლენას იქონიებს, რადგან მათ აღარ მოუწევთ მკაცრი აღრიცხვს ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის მომსახურების საფასურის გადახდა.