ფინანსთა სამინისტრო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემას ნერგავს. აღნიშნული სისტემა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს ელექტრონულ მომსახურებას გაუწევს.
ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ოფისიდან გაუსვლელად- ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში მიიღოს თანამედროვე, მარტივი და მაღალტექნოლოგიური მომსახურება, დაზოგოს დრო და საბიუჯეტო სახსრები.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, უკვე მიმდინარეობს ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საგადასახადო დოკუმენტების მომზადებაზე. გადამზადების პროცესს უზრუნველყოფს სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია