ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა სახელწოდებით "სამხრეთ ოსეთი. მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში".
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის მიწვევით რუსი ახალგაზრდების ჯგუფი იქ უკვე ჩავიდა.
"რუსეთიდან ჩამოსულია 50 სტუმარი. ისინი რუსეთის ოთხი პარტიის _ "ედინაია როსია", "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია", "კომუნისტური პარტია" და პარტია "სპრავედივაია როსია"-ს ახალგაზრდობას წარმოადგენენ. ამას გარდა, ბანაკში ასევე ჩამოსული არიან სხვა და სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები",_ აცხადებს ბანაკის მეთაური ალექსეი კაზაკი.
მისი თქმით, ბანაკი მუშაობას 5 ივლისს დაასრულებს.