დღეს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ელექტრომატარებელთა მოძრაობა აღდგა. დღეს პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ადლერის სარკინიგზო სადგურიდან აფხაზეთის მიმართულებით ელექტრომატარებელი გავიდა. ელექტრომატარებელი "ადლერი-გაგრა" ამ დილით, ადლერის სადგურიდან მოსკოვის დროით 07:05 საათზე გავიდა. უკან მატარებელი დღესვე დაბრუნდება და გაგრიდან ასევე მოსკოვის დროით 17: 57 საათზე გამოვა.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, აცხადებს, რომ საკურორტო სეზონის პიკის დროს ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გამტარიანობა დღეღამეში 35 ათას ადამიანს შეადგენს. "ამ ელექტრომატარებლის ამოქმედება კი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანწილად შეძლებს ამ მიმარულებით არსებული გადატვირთვის განტვირთვას", _ იუწყება რუსული მედია.
ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 109 რუსულ რუბლს შეადგენს.