ფინანსთა სამინისტრო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემას ნერგავს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 26 ივნისს, 12 საათზე ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში იმართება.
პროგრამებს სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი კურტანიძე და სახაზინო სამსახური ხელმძღვანელი კახა სეხნიაშვილი წარადგენენ.