"აჭარის თამბაქო" წარმოების ზრდას გეგმავს. წელს ქარხანა 2 ტონამდე მოსავალს ელოდება და 40 000 სიგარის დამზადებას გეგმავს. კომპანიას ხელშეკრულება უკვე აქვს გაფორმებული ქედის რაიონის სოფელ დანდალოში მცხოვრებ 16 ოჯახთან, რომლებიც თამბაქოს მოსავალს იღებენ. თამბაქოს თერმულ დამუშავებას კი კუბიდან მოწვეული სპეციალისტი მოახდენს.
მენეჯმენტი აცხადებს, რომ საქართველოში თამბაქოს წარმოება მომგებიანი ბიზნესია.
"საქართველოში ეს ბიზნესი მომგებიანია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სიგარის მოწევის კულტურა. ამიტომ ვაპირებთ, ბათუმში თამბაქოს ცენტრი შევქმნათ, რომელსაც სანახაობითი დანიშნულება ექნება. იქ მისულ ადამიანებს გააცნობენ თამბაქოს დამზადების ტექნოლოგიასა და მოწევის წესებს", - აცხადებს"აჭარის თამბაქოს" გენერალურმა დირექტორი, ბესიკ შალუტაშვილი.