მზარდი მოთხოვნის ფონზე, ავიაკომპანია "ეარ ბათუმი" 4 ივლისიდან ბათუმი-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით იფრენს. ავიაკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, იცვლება ავიარეისების გაფრენის დროც.
"ეარ ბათუმის" ინფორმაციით, პარასკევს თბილისი-ბათუმის ავიარეისის დრო 21:00 საათი იქნება, ხოლო ბათუმი-თბილისი - 22:4 საათი. კვირაობით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდება რეისი 19:20 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 21:00 საათზე.
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მგზავრების მოთხოვნით იცვლება დრო ბათუმი-თბილისის რესიზე და 18:05 საათის ნაცვლად "ეარ ბათუმი" ბათუმიდან რეისებს 10:30 საათზე შეასრულებს.
ბათუმი-თბილისი-ბათუმის რეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან "ბოინგ 737"-ით რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით და გამოირჩევა კომფორტული სალონით., ბილეთების ფასი იწყება 19 ლარიდან. მგზავრობის ხანგრძლივობა მხოლოდ 40 წუთია.
"ეარ ბათუმი" მომხმარებელს ასევე სთავაზობს სამგზავრო აბონემენტს ბარათის მფლობელს საშუალება აქვს ერთი თვის განმავლობაში შეუზღუდავად იფრინოს ბათუმი-თბილისი-ბათუმის ავიარეისზე. უახლოეს მომავალში "ეარ ბათუმი" მომხმარებელს საერთაშორისო რეისებსაც შესთავაზებს
ავიაკომპანია "ეარ ბათუმი" ერთადერთი ავიკაომპანიაა, რომელიც მგზავრებს სთავაზობს პირდაპირ რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. ავიაკომპანია "ეარ ბათუმმა" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტიდან ლიცენზია მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს მიიღო. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორიაCebi Companies Group , რომელიც უკვე 25 წელზე მეტია მოღვაწეობს რამდენიმე სექტორში, როგორიცაა: ტურიზმი, საბროკერო და სამშენებლო საქმიანობა და საგარეო ვაჭრობა, განსაკუთრებით ევროპასა და თურქეთში.