ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასი 78-76 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მისივე თქმით, ნავთობის მსოფლიო ფასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა გარემოებები.
"სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსის ვარდნა სხვა ვალუტებთან მიმართებაში, რაც ინვესტორებისათვის ყოველთვის სტიმულია ფულის დასაბანდებლად ისეთ სასაქონლო ნედლეულში, როგორიც ნავთობია. გარდა ამისა, გრძელვადიან პერიოდში ნავთობის ფასზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა და მომავალშიც მოახდენს აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს ინფორმაციებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე პერიოდისთვის ბენზინზე მოთხოვნილება შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ წინ არის შვებულებების პერიოდი, როდესაც ბენზინზე მოთხოვნილება ყოველთვის მაღალია. ამავდროულად, ბოლო 2 თვის მინიმუმ მაჩვენებელზე დაეცა მოთხოვნილება დიზელის საწვავსა და მაზუთზე . აქვე უნდა აღინიშნოს აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სტრატეგიული მარაგები, რომლებიც ბოლო 5-7 წლის საშუალო მაჩვენებელზე მაღლა დგას", _ აცხადებს მთვრალაშვილი.
2010 წლის 24 ივნისის ვაჭრობის შედეგებით ლონდონში InterContinental Exchange Futures-ze (IСE Futures Europe) ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,47 დოლარი ბარელზე; ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ze (NYMEX) - Light Sweetl ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,51დოლარი ბარელზე.
"რაც შეეხება სართაშორისო ფასებს ბენზინისა და დიზელის საწვავზე Pლატტ'ს-ის მიხედვით, მიმდინარე კვირაში 1 ტონა ბენზინის საშუალო ფასი შეადგენდა 700 დოლარს, ხოლო დიზელის საწვავის - 670 დოლარს. ხოლო საწვავის ფასები ჩვენს საცალო ქსელში მიმდინარე კვირის განმავლობაში იგივე ნიშნულზე დარჩა", _ აცხადებს მთვრალაშვილი.