საქართველოს პრეზიდენტი დაპირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
პრეზიდენტმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"მეოთხედი საუკუნის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამითი მრავალი თაობის ქართველების ოცნება ავასრულეთ- მიზანი თითოეული მოქალაქის, ეცხოვრა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახლემწიფოში.
დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
მიუხედავად სირთულეებისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ განუხრელად ვავითარებდით ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულ, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ, თავისუფალ სახლემწიფოს.
ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით ჩვენს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ამ გზაზე ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი დიდი წარმატების და გამარჯვების საწინდარია დღევანდელი დღე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.