ელ-მინიას პროვინციაში თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
თავდამსხმელებმა ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი, რომლშიც ქრისტიანები იმყოფებოდნენ. ინციდენტი დედაქალაქ ქაიროდან 250 კილომეტრში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.