აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი "ახიდზ-აფშას" (ღირსება და დიდება) მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ სემიონ გრიგორიევს 26 ივნისს 50 წელი უსრულდება.
"სემიონ გრიგორიევი რუს და აფხაზ ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოვდება", _ ნათქვამია ბაღაფშის განკარგულებაში დაჯილდოების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სემიონ გრიგორიევი სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩის მოვალეობის შესრულებას 2008 წლის ოქტომბერში შეუდგა, მოსკოვის მიერ მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.
ამ დანიშვნამდე სემიონ გრიგორიევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე და ამავე დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების გამგე იყო.