გიორგი მარგველაშვილი დღეს „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული პროფკავშირების წევრებს შეხვდა.
შეხვედრა, რომლის მოდერატორიც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი იყო, წუთიერი დუმილით დაიწყო. პრეზიდენტმა დაშეკრებილმა საზოგადოებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს ტყიბულში დაღუპულ მაღაროელთა ხსოვნას.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში შრომით უფლებებზე, სოციალური სახელმწიფოს პირობებში შრომის უსაფრთხოების გარანტიებისმნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა გაოცება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, მათი სურვილის მიუხედავად, არიყვნენ ჩართული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.
პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახლემწიფოა და ეს ფრაზა მნიშვნელოვანი შემაერთებელი ფაქტორი გახდებაქართული საზოგადოებისათვის. რადგან ერთმანეთზე ზრუნვის, მხარდაჭერის, პრობლმების გაზიარების ტენდენცია ქართული კულტურის ნაწილია.
პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შევქმნათ ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ინდივიდზე, მოქალაქეზე ზრუნვა სახლემწიფოს ერთერთი ფუნქცია იქნება.
პრეზიდენტის განცხადებით დღეს დგას საჭიროება, რომ თავისუფალი შრომა ავიყვანოთ თავის რეალურ შინაარსამდე. დავაფასოთ დასაქმებულისთვითრეალიზაცია და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ბაზარმა მკაცრი მოთხოვნების წინაშე დააყენა.
პროფკავშირებისათვის მისაღებია კონსტიტუციაში "სოციალური სახელმწიფოს" ჩანაწერი, თუმცა შეხვედრაზე დაისვა კითხვები სოციალურ პარტნიორობასთან დაკონსტიტუციაში 94-ე მუხლის არსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, შრომის ინსპექციის თემაზე.
„ერის ისტორიიდან და მისი ფსიქიკიდან გამომდინარე, მე მჯერა რომ საქართველოსთვის მმართველობის ყველაზე ადეკვატური ფორმა დემოკრატიაა და ეს ნიშნავს, იმას რომ ყველა მოქალაქე რაღაც ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახლემწიფოს მართვაში.
როცა ვამბობ, რომ ამის მჯერა ეს ნიშნავს იმას, რომ მე ამ ნაწილში ვხედავ პასუხებს კითხვებზე. მე ვხედავ რომ პასუხი ბევრ კითხვას, უნდა გასცეს საზოგადოებამდა ეს პასუხები მუდმივად უნდა მოვიძიოთ.
დემოკრატია უნდა იყოს ჩვენი მმართველობის ფორმა. იქ სადაც გაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად უფლებამოსილება უნდა გადასცე ხალხს.
მისცე თავისუფლება გადაწყვიტონ და ეს ნიშნავს იმასაც, რომ მათ მისცე უფლება შეეშალოთ რაღაცა გადაწვეტილებები.
იმიტომ რომ თავისუფლება თავისთავად გულისხმობს შეცდომის უფლებასაც. ამ კუთხიდან ვუყურებ მე ყველაფერს რაზეც დღეს ვსაუბრობთ კონსტიტუციასთანმიმართებაში,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დემოკრატიის მთავარი ღირებულებაა ის, რომ გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს საზოგადოება, მათ შორის, ისეთსაკითხზე, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის თემა.
„ისე უნდა ირჩეოდეს პრეზიდენტი, როგორც ქართველ ხალხს უნდა - ეს არის ჩემთვის ამოსავალი. შეიძლება იატალიაში სხვანაირად ირჩევენ და მაგადასკარშისხვანაირად, მაგრამ ამ მოდელებს შორის განმასხვავებელი და პასუხზე კითხვის გამცემი ჩემთვის არის ერთადერთი რამ - როგორ სურს ქართველ ხალხს?''- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავითრაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.