სურსათის უვნებლობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დავით კობერიძე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალ უფროსად დღეს ოფიციალურად წარადგინა.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე დავით კობერიძე მთავრობის კანცელარიასა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.
სამსახურის ყოფილი უფროსი მაია მეტრეველი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად, საგარეო ურთიერთობის კუთხით გააგრძელებს მუშაობას.