ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსხვილ ბიზნეს კვალიფიციური მაკროეკონომისტის აყვანას ურჩევს. გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის მერყეობისას აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად კომპანიებს კვალიფიციური კადრების მომზადებას ურჩევს.
"დღევანდელი შეხვედრისათვის ორი მთავარი მიზეზი არსებობს. პირველია ზოგადად მიმოვიხილოთ ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები. მეორე რჩევა განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესისათვის, რომლებიც განსაკუთრებით სენსიტიურები არიან გაცვლითი კურსის მიმართ, რომ მათ ყავდეთ კვალიფიციური თანამშრომელი რომელსაც ფუნდამენტურად ესმის ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, რათა თავიდანვე გამოირიცხოს ისეთი აჟიოტაჟი, რომელიც ვთქვათ ორი კვირის წინ იყო"- აცხადებს ქადაგიძე.
იმავდროულად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესს ე.წ. "ჰეჯირების" სისტემაზე გადასვლისაკენ მოუწოდა, რომელიც სავალუტო რისკებისგან ბიზნესის დაზღვევას გულისხობს და აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემის შექმნა მსხვილ ბიზნესსა და მათ შორის ბანკებს, რისკებისგან დაზღვევაში დაეხმარება.