სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურს დავით კობერიძე უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალ უფროსს სიფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი 12:30 საათზე წარადგენს.
დავით კობერიძე სოფლის მეურნეობის კორპორაციას ხელმძღვანელობდა.
ბაკურ კვეზერელმა სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი თანამდებობიდან 23 ივნისს გაათავისუფლა. მისი თქმით, სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა გადაკეთდეს ამიტომ მის წინაშე დგება ახალ გამოწვევები და საჭიროა ცვლილებების განხორციელებაც.